“ 8 წელი გავატარე სასწრაფო დახმარების სამსახურში ჩვენი გმირების გვერდით. არაერთი სამაშველო ღონისძიების დროს მინახავს პილოტების, ექიმებისა და მაშველების გამორჩეული პროფესიონალიზმი და თავდადება – ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს და გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
“ 8 ადამიანი დავკარგეთ დღეს – პილოტები, მაშველები, სასწრაფო დახმარების მედიკოსები…
8 წელი გავატარე სასწრაფო დახმარების სამსახურში ჩვენი გმირების გვერდით. არაერთი სამაშველო ღონისძიების დროს მინახავს პილოტების, ექიმებისა და მაშველების გამორჩეული პროფესიონალიზმი და თავდადება.
ასეთია თითოეული მათგანის ყოველდღიურობა, მუდამ მზადყოფნაში – ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ…
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ წარმოუდგენელ ტრაგედიას,” – წერს თალაკვაძე.