საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.