უნდა მოხდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აშკარა სამართლებრივი აღიარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა მრავალი ტერორისტული თავდასხმებით დაამტკიცა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტერორიზმის უდიდესი წყაროა.
„ოლენივკაზე ოკუპანტების თავდასხმა რუსების ცნობილი ომის დანაშაულია. ეს უკრაინელი ტყვეების შეგნებული მასობრივი მკვლელობაა, სადაც ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ყველა ოკუპანტმა, ვინც უკრაინელებს დასცინის, ვინც აწამებს და კლავს, უნდა იცოდეს, რომ უკან არ დავიხევთ. ზოგიერთ რუს მკვლელს რომც ჰქონდეს იმის იმედი, რომ არ გაასამართლებენ, და რომ სადმე დაიმალებიან, გააგებინეთ: მაინც აგებენ პასუხს. გეოგრაფია, დრო, საზღვრები და კედლები ვერ შეაჩერებს სამართლიან შურისძიებას.
უნდა მოხდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აშკარა სამართლებრივი აღიარება. რუსეთმა მრავალი ტერორისტული თავდასხმებით დაამტკიცა, რომ ის არის ტერორიზმის უდიდესი წყარო დღევანდელ მსოფლიოში. ეს ფაქტია. სამარადისო დიდება ყველას, ვინც დამპყრობლებს ანადგურებს!“, – განაცხადა ზელენსკიმ.