ევროპაში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფრიკის კონტინენტის გარეთ, ეს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, ხოლო პირველი შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 4 298 შემთხვევაა დადასტურებული. 3 750 პაციენტიდან, რომელთა შესახებაც ესპანეთის ჯანდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, 120 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების მხოლოდ ხუთი შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი აფრიკის რეგიონში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები