აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს მათ შორის საუბრის პირველი შემთხვევაა.
ბლინკენის თქმით, ლავროვთან „გულწრფელი და პირდაპირი საუბარი“ ჰქონდა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის დაბრუნებას ეხებოდა.
გარდა ამისა, მხარეებმა შავის ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რაზეც ბლინკენმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს განუცხადა, რომ აშშ სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესრულებას ელოდება.
აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილს ვერ ხედავს.
ენტონი ბლინკენის თქმით, მსოფლიო არ მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას და გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მას დამატებით საფასურს გადაახდევინებს.