“შენობის აფეთქება შიგნიდანაც შეიძლებოდა” – არესტოვიჩი ელენოვსკაიას კოლონიაში პატიმრების დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ელენოვკაის კოლონიაში აფეთქება შესაძლოა, შიგნიდან მომხდარიყო.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„პიროტექნიკის სპეციალისტები, რომლებიც ელევნოვსკაიადან რუსულ ვიდეოს აანალიზებენ, ამბობენ, რომ სურათი უფრო ჰგავს ნივთიერების აფეთქებას, რომელსაც მაღალი წვის ტემპერატურა აქვს შენობის შიგნით, ვიდრე დაბომბვის შედეგს“, – წერს ის.

არესტოვიჩის თქმით, ამ გზით ოკუპანტებს შეეძლოთ თავიანთი დანაშაულის კვალის გადაფარვა.

„წინასწარი ვერსიით, ეს იმდენად არ არის დაბომბვა, არამედ ჰგავს შენობის შიგნით ჩადენილი დანაშაულების კვალის დაფარვის მცდელობას. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რომ ადამიანების ცხედრები არ არის მიმოფანტული, როგორც ეს აფეთქების დროს მოხდებოდა, არამედ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ დამწვარია უკვე გარდაცვლილი ადამიანები”, – განმარტავს ალექსი არესტოვიჩი.

რუსმა ოკუპანტებმა ელენოვკაში გამასწორებელი კოლონია დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 75 დაშავდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები