შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო კრეისერი შევიდა

   ამერიკული სარაკეტო კრეისერი “ველა გალფი” შავ ზღვაში შევიდა. ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით შევიდა.
“ველა გალფი” აღჭურვილია Tomahawk-ის სისტემის რაკეტებით, ნავსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე მართვადი რაკეტების სიტემითა და რადიოლოკაციური სისტემით, რომელსაც ერთდროულად 300-მდე საჰაერო ობიექტის აღმოჩენა, დევნა და განადგურება შეუძლია.
უცნობია, რამდენ ხანს გაჩერდება ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები