ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი” დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ–ალემს” ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, “კოსმოსური კვლევის გვირაბი”. მუზეუმში წარმოდგენილი “მზის ბურთი” მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.