Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი, თომას გოთშტაინი გადადგა
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი, თომას გოთშტაინი გადადგა. როგორც ბანკის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მას უკვე ახალი დირექტორი ხელმძღვანელობს. ულრიხ კიორნერი თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან დაიწყებს.
“კრედიტ სუისის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკმა გამოაცხადა, რომ ატარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ მიმოხილვას, მათ შორის, საუბარია ისეთი ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება – კლიენტებისთვის.