ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე – ევროკავშირთან

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტრატეგიულ პარტნიორებთან სათანადო ურთიერთობები ჰქონდეს ქვეყანას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე – ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის, ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები