მიხეილ სარჯველაძე: წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს
წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვითონ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. რაც შეეხება იმ ფრაგმენტს, რომელიც ეხება იგივე სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს რა თქმა უნდა განსაკუთრებულად შეფასებას, განსაკუთრებულად აღნიშვნას, რომ მოწოდება საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – აცხადებს სარჯველაძე.