დავით ზალკალიანი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ში პოლონეთის ელჩს, მარეკ მაგიეროვსკის შეხვდა. ამის შესახებ ზალკალიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და პოლონეთის ურთიერთობების პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და გამოხატეს რწმენა რომ ეს მალე განხორციელდება.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია პოლონეთის ურყევი მხარდამჭერისთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს წინაპირობების შესასრულებლად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები