უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად წყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რათა ევროპას ტერორის საფასური დაუწესოს.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მოსკოვის ტერორს პასუხი უნდა გაეცეს და მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს.
„გაზპრომის“ გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომავალი ზამთარი მაქსიმალურად მკაცრი იყოს ევროპის ქვეყნებისთვის. ტერორს პასუხი უნდა გაეცეს – სანქციების დაწესება“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, „გაზპრომი“ Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობას აჩერებს, რის გამოც მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკად1“-ის გამტარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.