„გაზპრომი“ ევროპაში გაზის მიწოდებას 20%-მდე ამცირებს

“გაზპრომი” Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობას აჩერებს, რის გამოც მილსადენ “ჩრდილოეთ ნაკად1-“ის გამტარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

“გაზპრომი” სადგურ “პორტივაიასთან” Siemens-ის გაზის კიდევ ერთი ტურბინის ძრავის მუშაობას აჩერებს”, – ნათქვამია რელიზში.

აღნიშნულია, რომ 27 ივლისიდან “პორტოვაიას” გამტარუნარიანობა დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდება.

ამრიგად, “ჩრდილოეთ ნაკად1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება 20%-მდე შემცირდება.

ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ შეამცირა მილსადენით გაზის მიწოდება, დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა და ეს ახსნა “პორტოვაიას” საკომპრესორო სადგურისთვის Siemens-ის აგრეგატის შეკეთების დაგვიანებით.

ივლისის დასაწყისში კანადა დათანხმდა ტურბინის გერმანიაში გაგზავნას რუსეთში შემდგომი გადაცემისთვის.

Nord Stream-მა გეგმური ტექნიკური სამუშაოების შემდეგ მუშაობა 21 ივლისს განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები