ირაკლი ლატარია: დიახ, ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღო და ერთ საათში სპეცრაზმი უნდა შევარდნილიყო ტელევიზიაში?! საოცარი მოთმინების უნარი ჰქონია მაგ ბიჭს

„ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოო, ხო? უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი“, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

„რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს უნდა მოეთმინა, ხმა არ უნდა ამოეღო და ზუსტად ერთ საათში უნდა შევარდნილიყო სპეცრაზმი ტელევიზიაში, უნდა დაერბიათ ყველა თანამშრომელი, ორსული ქალები უნდა ეცემათ, ტელევიზია დაეხურათ, რამდენიმე საათში ჟურნალისტის ოჯახის წევრი უნდა აეყვანათ 45 კილო ჰეროინით და რაც მთავარია, გენერალური დირექტორი ზღვაში უნდა ჩაეხრჩოთ რამდენიმე ლოდ მოკიდებული…

დიახ, ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოო, ხო? (უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი)

პს: მართლაც საოცარი მოთმინების უნარი ჰქონია მაგ ბიჭს და უბრალოდ ბრავო“, – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები