ირაკლი ზარქუა: თუ ადამიანს ღირსება არ აქვს, მისგან არც პოლიტიკოსი გამოვა, არც პატრიოტი და არც ქვეყანას წაადგება
„იმით, რაც გუშინ მოხდა, ბედნიერი არავინაა და არავის უხარია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, თუ ადამიანს ღირსება არ აქვს, მისგან არც პოლიტიკოსი გამოვა, არც პატრიოტი და არც ქვეყანას წაადგება.
„იმით, რაც გუშინ მოხდა, ბედნიერი არავინაა და არავის უხარია. “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებული პირების მხრიდან ოჯახის შეურაცხყოფა ტრენდია და აშშ-ის საელჩოშიც იგივე პროვოკაცია მოხდა.
თუ ადამიანს ღირსება არ აქვს, მისგან არც პოლიტიკოსი გამოვა, არც პატრიოტი და არც ქვეყანას წაადგება.
ჩვენ უპირველესად ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ. როდესაც ასე თავხედურად და უზრდელურად ოჯახს შეურაცხყოფთ, ვერ და არ გავატარებთ”, – განაცხადა ზარქუამ.