შალვა პაპუაშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, ეს არის ოკუპაციის შედეგი – გამოსავალი ისაა, რომ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს ვაჩვენოთ, რა პერსპექტივა აქვთ მათ ერთიან საქართველოში

“ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სწორედ ოკუპაციის შედეგი – ეს არ არის მხოლოდ ბიჭვინთის, არამედ მთლიანად აფხაზეთის პრობლემაა, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი საერთაშორისო ზეწოლაა.

„ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სწორედ ოკუპაციის შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ბიჭვინთის, არამედ მთლიანად აფხაზეთის პრობლემაა, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ. აქაც გამოსავალი არის გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლა და ის, რომ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს ვაჩვენოთ, რა პერსპექტივა აქვთ მათ ერთიან საქართველოში“, – აცხადებს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები