უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინასთან დაკავშირებით დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების განახლებას, როგორც ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულია. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება მაქსიმალურად გაურთულდეს. ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ერთიანი ევროპის წინააღმდეგ – ზუსტად ასე უნდა იყოს ეს აღქმული. მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი – პორტების ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით თუ ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, “გაზპრომი” Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობას აჩერებს, რის გამოც მილსადენ “ჩრდილოეთ ნაკად1-“ის გამტარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.