ზურაბ ქადაგიძე: „ნაცმოძრაობამ“ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედიასაშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია „მთავარი“ ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე?

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო. ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების,თუ რა მარაზმია ეს?“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო…რა უბედურებაა ეს? ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? ანუ, მიკროფონი ხელში როცა გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?! ლანძღე პირადად, მისი ოჯახი, დედ-მამა და შენ პასუხი თუ დაგიბრუნეს არ შეიძლება… ნაც-მოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედიასაშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია „მთავარი“ ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე? თან პირად შეურაცხყოფას აყენებს რესპონდენტს და საკადრისი პასუხის მიღებისას გაჰკივიან ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობაშიო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც მოიხსენია და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები