საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
“დღეს, თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან 3.8 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.