გულივერ კუნჭულია: თურმე, სანამ ჩემი სიძე პარლამენტში არ შევიდა, არაფერი არ მიკეთებია ცხოვრებაში
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის სიმამრი, გულივერ კუნჭულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც “ტვ პირველის” მიერ მდინარაძის ოჯახზე გავრცელებულ სიუჟეტს ეხმიანება.
“თურმე, ნოდარ მელაძეს უნდა შევეკითხო ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სახლებს ავუშენებ თუ არა.
90 ფურცელი დოკუმენტები გავუგზავნე დღეს. ვნახოთ – რას იზამს. მაინც იმაეს გაბედავს თუ არა. კი შევპირდი იმ ჟურნალისტ გოგოს და აუცილებლად შევიტან სასამართლოში განცხადებას, გამორიცხულია ტყუილები გავატარო ვინც არ უნდა მთხოვოს!
სიუჟეტებს რომ ვუყურებდი ხოლმე, მამუკასთანაც მიკამათია, ყველაფერს ასე მთლად ჰაერიდან ხო არ მოიტანენ თქო. სანამ პირადად მე არ შემეხო ამათი ბოლო დონის რაღაცა წარმოუდგენელი ტყუილები, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რა ხალხი ყოფილან ესენი. ყველა რეგიონში მაქვს ერთი-ორი მსხვილი ობიექტი აშენებული, ძალიან ბევრი ხალხი მიცნობს და იცის ჩემი საქმიანობის შესახებ. ვერ მოუვიდათ კაი ამბავი :)
თურმე, სანამ ჩემი სიძე პარლამენტში არ შევიდა, არაფერი არ მიკეთებია ცხოვრებაში.
არ შეიძლება, შვილო, ადამიანებთან ასე მოქცევა, ოდნავ მაინც ხო უნდა იყოთ მართლები!”, – წერს გულივერ კუნჭულია.