აშშ-ში ორი არასრულწლოვანი „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირდა
აშშ-ში ორ ბავშვს „მაიმუნის ყვავილით“ დაუდგინდა. პირველს დაავადება კალიფორნიაში დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ვაშინგტონში.
Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი მოწმობს. ჯერჯერობით,, უცნობია რა გზით დაავადდნენ ბავშვები, მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევები. ამასთანავე ამერიკელი ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონტაქტის შედეგად მომხდარიყო.
როგორც მედიკოსები ამბობენ, ინფიცირებული ბავშვები შესაბამის მკურნალობას იღებენ. სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.