„რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას მისცემს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაყინვა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს დასვენების საშუალებას მისცემს. ისინი არ გამოიყენებენ ამ პაუზას თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთი იმ ვეშაპს შეადარა, რომელმაც გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკებები არ სურთ.

„საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო საუკუნეებში. ჩვენი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს შეგვიძლია და რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები დაიღუპება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები