მედია: ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაში აღმოჩნდა

ხერსონის მიმართულებით 2000-ზე მეტი ოკუპანტი ალყაში მოექცა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Insider-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამი რუსული ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის სპეცდანიშნულებისა და სატანკო ასეულებმა, უკრაინიდან „მწვანე დერეფანი“ მოითხოვა.

The Insider-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით, ოლგინო-კოსტირკას და პოტემკინო-ნოვოვოზნესენსკოეზე განხორციელდა. ამ დროისთვის, ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით, არხანგელსკოე-ზოლოტაია ბალკას ხაზის გასწვრივ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები