მოსკოვში, ბასმანის სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტს ბრალად ედება ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედების მიმდინარეობის შესახებ, სიძულვილის ან მტრობის გაღვივება და აგრესიული ომის საჯაროდ მოწოდება.
„სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გორდონ დიმიტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების შესახებ“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.