„მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები