რუსეთმა სასურსათო შეთანხმებას მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს დოკუმენტი

რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობას, ასევე, რუსული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შეზღუდვის მოხსნის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ესწრებოდნენ. რუსულ მხარეს თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ წარმოადგენდა.

მანამდე, შეთანხმების თავის ნაწილს ხელი უკრაინამ მოაწერა.

მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს:

– რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან – ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან მოხდება;

– უკრაინის ტერიტორიულ წყლებში განაღმვა არ განხორციელდება, რადგან ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება;

– მარცვლეულით დატვირთული გემები შავ ზღვით შეთანხმებული უსაფრთხო დერეფნით ივლიან, მათ უკრაინელი მესაზღვრეები გააცილებენ;

– პროცესს მონიტორინგს გაუწევს გაერო-ს ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ოპერატიულად სტამბულში შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები