ხელოვნების სასახლის შესახებ ინფორმაციის ხილვა მიქელანჯელოს ფონდის ონლაინპლატფორმაზეც არის შესაძლებელი

დღეიდან ხელოვნების სასახლის ხილვა შესაძლებელია მიქელანჯელოს ფონდის ონლაინპლატფორმაზე: HOMO FABER  (https://www.homofaber.com/). ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
„Homo Faber Guide არის ინოვაციური სივრცე, რომელიც შექმნილია Michelangelo Foundation for Creative and Craftsmanship-ის მიერ. აღნიშნული საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია  დაფუძნებულია ჟენევაში 2016 წელს.
მიქელანჯელოს ფონდის მთავარი მიზანია კულტურული ინსტიტუციების პოპულარიზაცია და შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა HOMO FABER-ის პლატფორმა, სადაც დეტალურად შეიტყობთ ინფორმაციას ისეთი გამორჩეული მუზეუმების შესახებ, როგორებიცაა: ირლანდიის ეროვნული მუზეუმი (The National Museum of Ireland), შოტლანდიის ეროვნული მუზეუმი (National Museum of Scotland), ნიუთაუნის ტექსტილის მუზეუმი (Newtown Textile Museum, United Kingdom), MOA Museum of Art (Japan) და ა.შ…“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელოვნების სასახლის შესახებ ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.homofaber.com/en/visit/visit-georgian-art-palace

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები