დავით ნარმანიამ გამგებლები წარადგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგებლები წარუდგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიამ გამგებლებს პირველი დავალებაც მისცა და მათ გამგეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის წარდგენა ხვალ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა.