რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელს 22 ივლისს, სტამბოლში მოაწერენ

რუსეთი და უკრაინა გაეროს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ალყაში მოქცეული შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელს 22 ივლისს მოაწერენ.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დოკუმენტზე ხელმოწერა სტამბოლში გაიმართება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს, სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები