სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.

ამის შესახებ „ევროპეისკი პრავდა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

„ოთხმხრივ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწიეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა ერთობლივი კონტროლი პორტის გასასვლელ პუნქტებზე და სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გადაჯდომის მარშრუტებზე“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალ კვირას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან, რათა ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.

ცნობისთვის, სტამბოლში დღეს, თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს დელეგაციებმა ოთხმხრივი მოლაპარაკება გამართეს, რომლის მთავარი თემა უკრაინული მარცვლეულის განბლოკვა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები