ლევან იოსელიანი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა

მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ არ უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“ არგუმენტი, რომ შემდგომში 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობაში ოპოზიცია დაადანაშაულოს.

„მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომ ოპოზიციამ არ უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“ არგუმენტი, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდა. არ არის აუცილებელი უცხოელებმა გვითხრან ის, რაც დღესავით ცხადია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ და ჩვენი კოლეგებიც, უკვე ორი კვირაა. ერთადერთი სწორი გამოსავალია, დაჯდე მაგიდასთან და იმუშაო იმ პუნქტების შესრულებაზე, რაც გეგმაშია; თუ ვიღაც არ ასრულებს ამ პუნქტებს, ესეც საჯარო გახადო და უთხრა საზოგადოებას. აქ რადიკალიზმი და თავის თავზე ზედმეტის აღება, პროცესის საწინააღმდეგოა და აზიანებს პერსპექტივას. ძალიან ცხადი, პირდაპირი ტექსტით იყო ნათქვამი – თქვენ ამ პროცესს უნდა შეუერთდეთო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები