„ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს“ – უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს მიმართავს

უკრაინის პირველმა ლედიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა სთხოვა.

ამის შესახებ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათი სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ელოდებიან ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს.

ვითხოვ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება არა სხვის მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად. მე ვითხოვ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ მოკლან ბავშვები“, – განუცხადა მან დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები