გიორგი მარგველაშვილი ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადებას გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს 5 აგვისტოს ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო – თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ამერიკელი გენერალ-მაიორი ჰაროლდ გრინი და დაშავდა კოალიციური ძალების 15-მდე სამხედრო მოსამსახურე.
ქვეყნის პირველი პირი ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას უცხადებს ამერიკის მთავრობას, დაშავებულთა ახლობლებს და გულწრფელად უსამძიმრებს ჰაროლდ გრინის ოჯახს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.