ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლის რისკი არსებობს, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება
თუ ვინმეს მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლის რიკი არსებობს, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მათ შორის, შეიძლება, ამას საკანონმდებლო რეაგირებაც დასჭირდეს. თუმცა, ეს ძალიან ზოგადი იდეაა და რა შეიძლება, ამაში იგულისხმებოდეს, შეიძლება, მომავალი განხილვის საგანი გახდეს, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ლოგიკურია, როდესაც მოსამართლე ზეწოლისგან თავს იცავს.
„ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სასამართლო ზეწოლისგან თავს იცავს. ამას ვერავინ დაარქმევს ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას. თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა. სასამართლო ერთ-ერთი ინსტიტუტია, რომელსაც მოსამართლეები წარმოადგენენ. როდესაც ისინი თავს იცავენ, ეს ჩვეულებრივი, ლოგიკური გაგრძელებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.