ირანის სულიერი ლიდერი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას მხარს უჭერს

ირანის სულიერი ლიდერი, ალი ჰამენეი მიიჩნევს, რომ ნატო რუსეთთან ომს ანექსირებული ყირიმის საბაბით დაიწყებდა, მაგრამ ალიანსის მცდელობას ხელი უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციამ” შეუშალა.

ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც თეირანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ჰამენეის აზრით, დასავლეთს არ სურს, იხილოს ძლიერი რუსეთი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი საშიში ორგანიზაციაა.

”უკრაინაში ნატო-ს შეწინააღმდეგება რომ არა, ალიანსი თავად დაიწყებდა ომს ყირიმის საბაბით”, – თქვა მან.

ჰამენეის სჯერა, რომ „დღეს ამერიკა და დასავლეთი უფრო სუსტები არიან, ვიდრე – ადრე“ და „ძალისხმევისა და, უზარმაზარი ფულის მიუხედავად“ სირიაში, ერაყში, ლიბანსა და პალესტინაში მათი პოლიტიკა ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე ადრე.

ირანის სულიერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ მოსკოვმა და თეირანმა უნდა განავითარონ ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ინტერესებს, „განსაკუთრებით – დასავლეთის სანქციების კონტექსტში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები