კარლ ბილდტი: საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას სცდება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ბილდტი ტვიტერზე წერს, საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების შურისძიების მიზნით, ევროპულ გზას სცდება. ეს ქვეყანას აზიანებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე თბილისის საოლქო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.