გარემოს დაცვის მინისტრმა „ამბასადორიალი 2014“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

  გარემოს დაცვის მინისტრმა „ამბასადორიალი 2014“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ელგუჯა ხოკრიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმ რეფორმებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელდება და ასახულია საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამაში ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად.
მინისტრის თქმით, უწყების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რომელიც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
“დაიხვეწება და განახლდება გარემოსდაცვითი სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა შემდეგი მიმართულებებით: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ნარჩენებისა და წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ტყის მართვა, ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების რისკების შემცირება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები