დათა ახალაია: ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმემ ხელები ჩამოუშვა და ბრძოლა დამთავრდა

  ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმემ ხელები ჩამოუშვა და ბრძოლა დამთავრდა, – აღნიშნული განცხადება კუდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს საბერძნეთში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
“მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა და ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმემ ხელები ჩამოუშვა და ბრძოლა დამთავრდა. ჩვენ ეს ბრძოლა მივიღეთ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ახალაიამ
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს. პატრასის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალაია იტალიაში გადასვლას ოთარ ურუშაძის სახელით ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და სანდრო გირგვლიანის საქმეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები