თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული იარაღი აღმოაჩნდა

  იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქის ჰ.ო.-ის ავტომობილში მათ აღმოაჩინეს არადეკლარირებული პისტოლეტი SIGSAUER – 1 ცალი, პისტოლეტის SIGSAUER მჭიდი – 1 ცალი, პისტოლეტის SIGSAUER ვაზნა – 9 ცალი და გაზის პისტოლეტის ვაზნა – 39 ცალი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები