ირაკლი ღარიბაშვილი: უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.
“იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, აბდულა არიპოვს ვხვდები.
შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Meeting w/ Uzbekistan’s PM
As my official visit to #Uzbekistan 🇺🇿 kicks off, glad to meet w/ Prime Minister Abdulla Aripov. Had an opportunity to discuss the bilateral agenda between our countries & opportunities to further expand 🇬🇪🇺🇿co-op in all directions. pic.twitter.com/pO8RrVFm6u— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 19, 2022