რუსეთმა უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შსს-მ უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი სისხლის სამართლის მუხლით ძებნილთა სიაში შეიყვანა, თუმცა, რომელი მუხლით იძებნება ჟურნალისტი, უწყებას მითითებული არ აქვს.

ცნობისთვის, მარტში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღძრა.

მათ შორის იყო – აგრესიული ომის გასაჩაღებლად საჯარო მოწოდებები; ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნების ნიშნით სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას; რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები