თეირანში დღეს რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი მაღალი დონის სამიტი გაიმართება.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, სამიტი სამი ქვეყნის ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, განიხილონ ყველა აქტუალური საკითხი.
სამმხრივი შეხვედრების გარდა, დაგეგმილია ორმხრივი მოლაპარაკებაც.
თურქული მედიის ინფორმაციით, სადაბადის სასახლეში უკვე დაიწყო ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის და თურქეთის ლიდერის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის შეხვედრა.