Дождь-მა მაუწყებლობა YouTube-ზე დაიწყო – შემოდგომას კი არხი სრულფასოვნად დაბრუნდება ეთერში, მათ შორის – თბილისიდანაც 

 რუსეთის ოპოზიციურმა ტელეკომპანია „დოჟდმა“, რომელიც რუსეთში „უცხოურ აგენტად“ არის აღიარებული, მუშაობა განაახლა.

ტელეეთერში არხის დაბრუნება ეტაპობრივი იქნება. თავდაპირველად, დაგეგმილია საინფორმაციო გამოშვებები და რამდენიმე საავტორო გადაცემა, რომელიც “დოჟდის” YouTube არხზე გავა, ხოლო შემოდგომიდან არხი სრულფასოვან მაუწყებლობას რიგიდან, ამსტერდამიდან, თბილისიდან და პარიზიდან დაიწყებს.

ტელეარხმა მუშაობა YouTube არხზე საინფორმაციო გადაცემით – „აქ და ახლა“ გამოშვებით განაახლა.

BBC წერს, რომ გადაცემის პირველ ათ წუთს, დაახლოებით, 36,5 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო პირველი საათის ბოლოს 45 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

“დოჟდის”ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არხის ახალი იურიდიული პირი ლატვიაში გაიხსნა, სადაც მან მაუწყებლობის ევროპული ლიცენზია მიიღო.

“პირველ ეტაპზე ჩვენი სტუდიები განთავსდება რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში. ლატვიაში ვთანამშრომლობთ ტელეკომპანია TV3-თან, საქართველოში – ტელეკომპანია Formula-სთან. კარგად გვესმის ყველა ნაკლოვანება და პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია უცხოეთიდან მუშაობასთან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები