ვადამდელი არჩევნები არ იქნება – ბრიტანეთის ოპოზიციამ ჯონსონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ვერ შეძლო

ბრიტანეთის ოპოზიციამ, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა, კენჭისყრა ჩაატარა.

ნდობის გამოცხადებას ხმა 349-მა დეპუტატმა დაუჭირა, უნდობლობას კი – 238-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ამის პარალელურად, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის მესამე რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგად 4 პოლიტიკოსი დარჩა – ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი; საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, პენი მორდონტი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი და ქალთა და თანასწორობის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე, კემი ბადენოკი.

21 ივლისს სიაში მხოლოდ ორი კანდიდატი უნდა დარჩეს, საიდანაც ჯონსონის შემცვლელს აირჩევენ, უკვე კონსერვატიული პარტიის ყველა წევრი.

გამომდინარე იქიდან, რომ კონსერვატორები დღეს მმართველ პარტიას წარმოადგენენ, მისი ლიდერი, ავტომატურად, მთავრობის მეთაურის პოსტს დაიკავებს.

ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები