ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დანაკარგების მიყენება შეძლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის არმიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოზიციების შენარჩუნება სულ უფრო უჭირს.
„ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დანაკარგების მიყენება შეძლეს. რუსეთის არმიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოზიციების შენარჩუნება სულ უფრო უჭირს. ეტაპობრივად ვწინაურდებით, ოკუპანტებს მომარაგების პრობლემას ვუქმნით და ვანეიტრალებთ კოლაბორაციონისტებს. პერსპექტივა აშკარაა: უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელში. ეს მხოლოდ დროის საკითხია. და სანამ ეს დრო გრძელდება, არ დაგავიწყდეთ ოკუპირებულ რაიონებში მყოფი ხალხისთვის საინფორმაციო და ემოციური მხარდაჭერა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.