ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზაცია მოახერხა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზაცია მოახერხა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია. ვითარება კომპლექსური და დაძაბულია, მაგრამ სრულიად კონტროლირებადი.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას, არის M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომელიც მიზნობრივ დარტყმებს აყენებს მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები