უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. მიმდინარეობს სამსახურის საკადრო რევიზია, იწყება საკითხი 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების შესახებ. სხვადასხვა დონე, სხვადასხვა მიმართულება, თუმცა მსგავსი საფუძველი – მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი.