საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა რუსეთის მიერ ომის იარაღადაა გამოყენებული.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის კოლეგებს ადგილზე არსებული „დრამატული“ ვითარების შესახებ აცნობა.
„ევროკავშირი შეშინებულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით. არის შემაშფოთებელი ცნობები სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენების შესახებ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.