თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.
მანვე დასძინა, რომ შვედეთი ამ დროისთვის „კარგ იმიჯს არ ავლენს“.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და შვედეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთეს, თუმცა თურქეთის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნები იმ ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებსაც ტერორისტებად მიიჩნევს.